მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე - გიორგი კვირიკაშვილი

მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე - გიორგი კვირიკაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ლარის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა, გასაკვირი არ არის , რადგან ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ლარის კურსი არ იკლებს იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრ ქვეყანაში ტურისტული სეზონის პიკია.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლარის კურსის რყევა დღეს არ არის. "ის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა წინა ნიშნულამდე, გასაკვირი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები გაუფასურებულია და საერთო ჯამში მიმდინარეობს დოლარის გამყარება. ვხედავთ მსოფლიოში რა ტენდენციაც არის იგივე არის ჩვენს რეგიონში. ასევე, ნავთობის ფასები ისევ დაბალ დონეზე რჩება, რაც თავისთავად იწვევს იმ ქვეყნებში საინვესტიციო მადის იმ დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც ქონდა წინა პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ნავთობის ქვეყნები, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საინვესტიციო მადაზე.

"ამიტომ პირდაპირ აისახება ნავთობის დაბალი ფასები ყველაფერ ამაზე. აქედან გამომდინარე ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, ვინაიდან ის ფაქტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე, გარდა ნავთობის ფასისა, ფაქტობრივად აღმოფხვრილია. საბერძნეთში, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. იქ ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, ამიტომ მომავალში მე მგონია ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევისთვის საქართველო უნდა იყოს მზად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."