რატომ ჩაიშალა გიგლა აგუაშვილის შს მინისტრად დანიშვნა

რატომ ჩაიშალა გიგლა აგუაშვილის შს მინისტრად დანიშვნა

ვინ შეცვლის ვახტანგ გომელაურს? - ეს კითხვა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც შინაგან საქმეთა ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი პარლამენტმა­ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა.­ როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის კანდიდატურაზე შეჯერება­ ხელმძღვანელი პირებისთვისაც მარტივად­ გადასაწყვეტი საკითხი არ აღმოჩნდა, რადგან გასულ კვირას მისი დასახელების სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. საბოლოოდ პრემიერმა გუნდის რჩეულის წარდგენა პირველ აგვისტომდე დააანონსა.

- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზ­ე არჩევანი, დიდი ალბათობით, ამ სამეულიდან გაკეთდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობი­ლი, პირველი პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რესპუბლიკელებმაც წარადგინეს და პრემიერს გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრობიდან შსს-ს ხელმძღვანელად დაწინაურება ურჩიეს, თუმცა მალევე ნახევრად ხუმრობით ასეთი პასუხი მიიღეს: შეიარაღება ხომ თქვენს ხელშია, ახლა პოლიციაც ჩაიბარეთ და ბარემ სამხედრო გადატრიალება მოგვიწყვეთო.

ერთი სიტყვით, გიგლა აგულაშვილს შს მინისტრობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ "ემუქრება". წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის "ჯანყი" გარდაუვალი იქნება - კოლეგა პარტიები რესპუბლიკელების მორიგ აღზევებას ადვილად არ შეეგუებიან.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."