თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას

თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას

საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია გრძელდება. ეს პროცესი უკვე შეფასდა როგორც პროვოკაცია, თუმცა, რამდენად კარგად ხდება პროცესზე დაკვირვება და შეფასება, - ეს და სხვა კითხვები ჯერაც უპასუხოა.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე "სასაზღვრო ნიშნების" დამონტაჟება შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთგვარი სიახლეა (იგულისხმება "ცივი ომის" შემდგომი პერიოდი, ბერლინის კედლის დემონტაჟის შემდეგ). ისევე როგორც კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომები; თუმცა საქართველო – კავკასიის პატარა სახელმწიფო, რომელთანაც რუსეთს 900 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, მსგავსი ტიპის ომებისა და სასაზღვრო "ექსპერიმენტის" თვალსაჩინო მაგალითია.

სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი სათანადოდ ვერ წარმოაჩენს იმ უზარმაზარ ზეწოლას, რომელსაც განიცდის მოსკოვის მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელყოფა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო; ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციას სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთები ემსხვერპლა. მაშინ რუსეთმა მომრიგებლის როლი მოირგო და საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები უკვე ოფიციალურად "სამშვიდობოების" სტატუსით განალაგა ორივე რეგიონში.

პრობლემას ქმნიდა კოდორის ხეობა (სტრტეგიული ხეობა) აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები (თამარაშენი, ქურთა, კეხვი და ა.შ.). კოდორის აღების არაერთი მცდელობა იყო, მათ შორის, 2002 წლის აპრილში, როდესაც "რუსი კოსმონავტის დღეს" მსხვილი საჰაერო დესანტი გადასხეს სოფელ აჟარაში (დაახლოებით 14 ვერტმფრენი, როგორც სატრანსპორტო, ასევე დამრტყმელ შვეულმფრენები, დესანტის რიცხოვნობა ერთი ასეული). დიდი ლიახვის სოფლებზე შტურმები პერმანენტულად ხორციელდებოდა (2008 წლის ინტერვენციის შემდეგ ეს სოფლები აღარ არსებობს).

1993 წლიდან რუსეთთან საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე პერიოდულად მწვავდებოდა ვითარება.

საქართველო რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი 894 კილომეტრს შეადგენს, აქედან სადავო უბნები საერთო ჯამში 100 კილომეტრს აჭარბებს. შექმნილი იყო სპეციალური მუდმივმოქმედი სადელიმიტაციო კომისიები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთებზე სამართლებრივ და სხვა ასპექტებს სწავლობდნენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."