ვინ გახდება შინაგან საქმეთა მინისტრი - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

ვინ გახდება შინაგან საქმეთა  მინისტრი - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ "ინტერპრესიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვის წარადგენს პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა კულუარული ინფორმაციით, სამი კანდიდატურა განიხილება. საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგება მუშაობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."