რატომ არ მივიდა გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - პრეზიდენტის განმარტება

რატომ არ მივიდა გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - პრეზიდენტის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მის დაუსწრებლობას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით ხსნის.

როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, ის ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება. "ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ძალიან საზეიმო და სასიხარულო ღონიძიებაში მონაწილეობა. რადგან ამ საკითხზე ვსაუბობთ, მინდა აღფრთოვანება გამოვხატო იმ წარმატებით, რაც გვაქვს – რომ ეს თამაშები თბილისში ტარდება, ასევე იმ სპორტული წარმატებით, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ჩვენი ძიუდოისტი გოგონების წარმატება. მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა და გადაადგილებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პროტოკოლი ბევრ კომპონენტს გულისხმობს და "მარტივად რომ ვთქვათ, მას, როგორც პრეზიდენტს, როლი არ ჰქონდა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."