თინა ხიდაშელი - სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს, თუმცა არ ვარ მომხრე, კანონით ეს საერთოდ ავკრძალოთ

თინა ხიდაშელი - სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს, თუმცა არ ვარ მომხრე, კანონით ეს საერთოდ ავკრძალოთ

მეც ვფიქრობ, რომ სავალდებულო გაწვევა ქვეყანაში არ უნდა იყოს, თუმცა არ ვარ მომხრე, კანონით ეს საერთოდ ავკრძალოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე აზრით, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება, უნდა დარჩეს იმის შანსი, რომ კონკრეტულ ვითარებებში სახელმწიფოს ეს შესაძლებლობა ჰქონდეს.

"ჩვეულებრივ, რეგულარულად მე წინააღმდეგი ვარ სავალდებულო გაწვევის არსებობის და მგონია, რომ ჯარი რაც მეტად არის კონტრაქტზე ორიენტირებული, მით უფრო მეტი შესაძლებლობის მატარებელია, მაგრამ აბსოლუტური აკრძალვის წინააღმდეგი ვარ და უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ კანონში ძალიან კონკრეტულად, შავით თეთრზე გაწერილ პირობებში, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ დატოვებს, იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ შესაძლებლობის დაშვების", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის განმარტებით, ქართული ჯარი ამ ცვლილებისთვის მზად არის, ვინაიდან შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული კატეგორიის ჯარისკაცი 10 პროცენტზე ნაკლებია. "თუ ჩვენ ვნახავთ პროცენტულ შემადგენლობას, დღეისთვის 7-8 პროცენტია წვევამდელები. ეს თავისთავად ადასტურებს იმას, რომ ჯარი ამისთვის მზად არის. მეტიც, ჩვენ ამისკენ მივდიოდით ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, გუშინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საშემოდგომო გაწვევის ახალი გეგმა და სულ 1000 ჯარისკაცით შემოიფარგლა, მაშინ, როცა მანამდე იყო 2 500 ანუ ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ვიცავთ აღებულ ვალდებულებას, რომ 2016 წლის შემდეგ აღარ გვეყოლებიან ასეთი ჯარისკაცები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."