შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა 14:00 საათზე გახდება ცნობილი

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა 14:00 საათზე გახდება ცნობილი

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს 14:00 საათზე გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრის ახალ კანდიდატს სწორედ ამ დროს წარადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვის წარადგენს პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა კულუარული ინფორმაციით, სამი კანდიდატურა განიხილება. საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგება მუშაობას.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."