რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი - კახა კახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი - კახა კახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე დანიშვნას საზოგადოება დადებითად აფასებს. სანამ ექსპერტი კახა კახიშვილი მინისტრის სავარძელს მოირგებდა, მანამდე იმავე უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ერთი წლის წინ კახა კახიშვილი სპეციალური სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციებში მითითებული ქონების წარმომავლობას და დასაბუთებას შეამოწმებდა. თუმცა მისი ინიციატივა დღემდე არ განხორციელებულა. "ამბები.გე" კახა კახიშვილის დეკლარაციით დაინტერესდა.

სასჯელაღსრულების მინისტრი მეუღლესთან, შვილებთან და მშობლებთან ერთად თბილისში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე ცხოვრობს. 220 კვ.მეტრის ფართობის მქონე ბინა მინისტრის მამის, გოგი კახიშვილის სახელზე არის გაფორმებული. კახიშვილს ჰყავს ავტომობილი jaguar xj. მიმდინარე და სახელფასო ანგარიშები აქვს საქართველოს ბანკში. მათ შორის 1400.00 EUR კრედიტი (+), 118.01 GEL კრედიტი (+), 326.39 GEL კრედიტი (+), 85.70 GEL კრედიტი (+) და 2269.00 GEL კრედიტი (+) სახელფასო ანგარიშზე. 2013 წელს შპს "კამოსში" იურისტის პოზიციაზე მუშაობის სანაცვლოდ მიიღო 1875 ლარი, ამავე წელს მუშაობდა შ.პ.ს ტალიდეველოპმენტში კონსულტანტად, სადაც ანაზღაურების სახით მიიღო 5000 დოლარი. როგორც მის მიერ, 2014 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, შვილების სწავლაში გადახდილი აქვს 7450 ლარი.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE - "რეზიუმე" სტუმარია ამირან გამყრელიძე

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა