რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი?

რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილი დანიშნა.

კახა კახიშვილი 1973 წელს თბილისში დაიბადა. ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი ფლობს 220.00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ვახტანგ მე-6 N40-ში, რომელიც მამის სახელზეა რეგისტრირებული. ჰყავთ ორი მსუბუქი ავტომობილი. არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: საქართველოს ბანკში მიმდინარე კრედიტი 118.01 ლარი აქვს, ასევე "საქართველოს ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 326.39 ლარი, 3.27 აშშ დოლარი, 1400.00 ევრო და სახელფასო თანხა 2269.00 ლარი ერიცხება.

კახიშვილს პ.ს "კამოსში" იურისტად მუშაობით - 1875.00 ლარი, შ.პ.ს "ტალიდეველოპმენტში" კონსულტანტად მუშაობით კი 5000.00 ლარი აქვს მიღებული.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

"მეგრელი კაცი მაინც არ იყოს... სირცხვილი არ არის? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს