სააკაშვილმა ჭამა 3 კილო კაიმაღი და გახდა ცუდად - ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილმა ჭამა 3 კილო კაიმაღი და გახდა ცუდად - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" შეძენის საკითხს მაღალმთიანი აჭარიდან გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შუამთობის დღესასწაულზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან იცის, რომ აჭარაში ტრადიციულ საჭმელს, კაიმაღს ამზადებენ. პრემიერმა კაიმაღთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ შუამთობის დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილმა 3 კილო კაიმაღი ჭამა, გახდა ცუდად და ვერტმფრენის დასმა შუახევში გახდა აუცილებელი.

"მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა". ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მაღალმთიან აჭარაში შუამთობის დღესასწაულს დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."