შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

შს მინისტრის პირველი სამუშაო დღე: რას პირდება მოსახლეობას და რის შეცვლას აპირებს მღებრიშვილი უწყებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროში მივიდა. უწყებაში მას უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური დახვდა, რომელმაც მღებრიშვილს თანამშრომლები გააცნო.

ვახტანგ გომელურმა გიორგი მღებრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მღებრიშვილი წარმატებული მინისტრი იქნება.

მღებრიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ეს იქნება უწყებაში არსებული სიტუაციის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დასახავს პრიორიტეტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს დეტალური ანალიზის საფუძველზე მოხდება. მღებრიშვილმა დასძინა, რომ საკადრო გადაადგილებებსა და მისი მოადგილეების შესახებ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში მცხოვრებლებისთვის", - ამბობს მინისტრი და აცხადებს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც.

"თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, მე ვიცავ ყველას უფლებებს – ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."