"ქართველ ექიმს 5-დან 15 000 დოლარამდე ხელფასი აქვს" - რითი იწონებს თავს სააკაშვილი უკრაინაში

"ქართველ ექიმს 5-დან 15 000 დოლარამდე ხელფასი აქვს" - რითი იწონებს თავს სააკაშვილი უკრაინაში

"იცით რამდენი აქვს ხელფასი ქართველ ექიმს? - 5 ათასიდან 15 ათას დოლარამდე. და იცით რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიპარავდით და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდით ხალხის დასახმარებლად", - ეს განცხადება საქართველოს ექს პრეზიდენტმა და ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში, ქალაქ იზმაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. სააკაშვილი უკრაინელებს ისეთივე ხელფასებს დაჰპირდა, როგორიც საქართველოში დატოვა. სააკაშვილმა ოდესელებთან სიამაყით განაცხადა, რომ ააშენა 4 ახალი ქალაქი და გამართა ჯანდაცვის სისტემა.

მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებს უკრაინაში მისი ყოფნის მიზეზი გაუმხილა. როგორც მან ადგილობრივებს განუცხადა, უკრაინაში იმისთვის ჩავიდა, რომ "ვერავინ ვერასდროს ჩაიტანოს ომი უკრაინის ბესარაბიულ მიწაზე და ოდესის ოლქში, რომ ვერავინ გაბედოს აქ დონბასის მოწყობა". როგორც მან აღნიშნა, იგი რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და სულელი უნდა იყო, რომ ასეთი მტერი გაიჩინო, მაგრამ იგი არავის დაუთმობს საკუთარ მიწას. სააკაშვილმა უკრაინას ემოციურად "ჩვენი მიწა" უწოდა და განაცხადა, რომ "უკრაინა უნდა იყოს მთლიანი, იყოს მშვიდობა და ქვეყანა განვითარდეს."

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."