ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა ეკრძალება. შესაბამისი შუამდგომლობით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიაწოდა აქტივისტებს, მათ შორის - თამარ შავლაძეს, რომლებმაც ნინო ბურჯანაძის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი გახდა ნინო ბურჯანაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია.

საქართველოს საელჩო უკრაინაში ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს. მსგავსი დოკუმენტი დიპლომატიურ წარმომადგენლობას ჯერ არ მიუღია. ამასთან, ზემოაღნიშნული დოკუმენტი თამარ შავლაძის ფეისბუქზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."