უკრაინის უშიშროების სამსახურს ნინო ბურჯანაძისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა არ აუკრძალავს

უკრაინის უშიშროების სამსახურს ნინო ბურჯანაძისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა არ აუკრძალავს

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე "საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის შესვლა არ აუკრძალავთ. ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.

"3 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის უშიშროების სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ", - წერს გიტლიანსკაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."