რა ქონებას ფლობს უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია

რა ქონებას ფლობს უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს თამარ კორძაიას ფინანსური დეკლარაცია 2015 წლის 28 ივლისს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, მის საკუთრებაშია თბილისში, ვარკეთილი 3-ში, მე-3 მ/რ, 319კ კორპუსში მდებარე 93.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა. კორძაიას მეუღლე ზაზა მენაბდე ფლობს ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 39 ნომერში მდებარე 140.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს, რომლის თანამესაკუთრე თამარ კორძაიაც არის. ზაზა მენაბდე ასევე ფლობს 2680.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში.

ზაზა მენაბდის საკუთრებაშია 2002 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა "მიცუბიშ მონტერო", რომლის ღირებულებად დეკლარაციაში 15 000 ლარია მითითებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში, თამარ კორძაიას საკრედიტო ანგარიშზე "თი-ბი-სი ბანკში" 1170.00 ლარი იყო. "ქართუ" ბანკის სახელფასო ანგარიშზე დეპუტატს 3600.00 ლარი; საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 4000.00 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, რომელიც მათ დეკლარაციის შევსებამდე ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასეთია:

თამარ კორძაიამ საქართველოს პარლამენტის წევრობიდან 43 200.00 ლარი მიიღო. ზაზა მენაბდემ კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სადაც მას სამხედრო პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების უფროსის პოსტი უჭირავს, 14 564.00 ლარი; ხოლო შპს "სინათლის ქალაქის" მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან - 6540.00 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს..." - პრეზიდენტი დავითგარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე