"ვისურვებდი, ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს"

"ვისურვებდი, ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს"

ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, - ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა , თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ინტერპოლის მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საერთაშორისო ცირკულარიდან მოხსნის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. წულუკიანის თქმით, მას აქვს კითხვები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინტერპოლმა შეცვალა მეთოდოლოგია.

იუსტიციის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.

"რა თქმა უნდა, ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადირებით, თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხებში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რადგან მათ მეთოდი შეცვალეს. ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პოლიცია პირველ რიგში დანაშაულთან ბრძოლის ინსტიტუტი უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."