ღარიბაშვილის თქმით, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო

ღარიბაშვილის თქმით, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი მომხდარი ინციდენტის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი თუ მინისტრი.

"ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში - პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ გიორგი კარბელაშვილი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. "სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."