რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში

რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის ახალი ფინანსური დეკლარაცია შეავსო, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დეკლაცარიაში, წინა წელთან შედარებით, მცირე ცვლილებებია ასახული, კერძოდ, მარგველაშვილის დეკლარაციაში აღარ წერია მისი უფროსი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. ახალ დეკლარაციას პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა და ვაჟი, თეიმურაზ მარგველაშვილი დაემატა.

რაც შეეხება პრეზიდენტის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის 2014 წლის დეკლარაციასთან შედარებით არ შეცვლილა. დეკლარაციას მხოლოდ მაკა ჩიჩუას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ,მ-ის ფართობის ბინა დაემატა.

დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას.

მარგველაშვილის საკუთრებაშია 775.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია.

ასევე, მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 200.00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი.

გიორგი მარგველაშვილი ფლობს ბინას თბილისში, პაულო იაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 120.00 კვ.მ-ია. ხოლო, მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საკუთრებაშია თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე 165.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა.

რაც შეეხება მარგველაშვილების ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მათი საბანკო ანგარიშები ასეთი იყო:

პრეზიდენტს სახელფასო ანგარიშზე "თი-ბი-სი" ბანკში მხოლოდ 685.00 ლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას მიმდინარე ანგარიშზე ბანკ "ქართუში" 46 ლარი.

პრეზიდენტის მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" ირიცხებოდა 150.00 ლარი. დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო ანგარიშზე ამავე ბანკში კი - 650.00 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."