სააკაშვილის 2-თვიანი მმართველობის პლუსები და მინუსები - ოდესის გუბერნატორს რუსული მედია აფასებს

სააკაშვილის 2-თვიანი მმართველობის პლუსები და მინუსები - ოდესის გუბერნატორს რუსული მედია აფასებს

"ორი თვის წინ უკრიანის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა", - წერს რუსული გამოცემა "სივოდნია.რუ".

"მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და საპროტესტო აქციების ძალისმიერ დარბევაში ადანაშულებენ, ოდესაში სააკაშვილს ხელები აქვს გახსნილი, ადგილობრივები კი ტემპერამენტიანი ქართველის ენთუზიაზმით იხიბლებიან. პოსტზე ყოფნის განმავლობაში სააკაშვილმა მოასწრო ოლიგარქის პლაჟზე კედლის დანგრევა და აქტივისტების სამსახურში აყვანა. ჩვენ სააკშვილის მუშაობის ამ ორთვიან მოვლენებს მიმოვიხილავთ.

სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს, სანატორიუმში დაბინავდა. მაღალი ღობის მიღმა ორსართულიანი სახლი იმალება, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. სახლს უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები იცავენ, რომლებიც 10 000 გრივნას იღებენ თვეში დაცვისთვის, ხოლო 300 000 გრივნას სიგნალიზაციაზე. ივნისში გუბერნატორმა აღიარა, რომ რეზიდენციაში სასტუმროს ფასებს იხდის, სხვა საცხოვრებლის მოძებნაზე ფიქრობს და აღიარა, რომ ერთხელ ასახლებდნენ კიდეც: "ორი დღით გამომასახლეს ქორწილის გამო, რომელიც აქ იმართებოდა", - აღნიშნა სააკაშვილმა. გუბერნატორი არსად არ გადასულა.

სააკაშვილი გადაადგილდება როგორც საზოგადოებრივი, ისე პირადი ტრანსპორტით - მის მფლობელობაში გამოყვეს Volkswagen Touareg. რაიონებში სასიარულოდ სააკაშვილი სამარშრუტო ტაქსს იყენებს, რომელიც 2033 გრივნა ღირს. არადა გუბერნატორის ხელფასი თვეში 5 500 გრივნაა. დეპარტამენტში სააკაშვილი კადრებს ამცირებს - 781 თანამშრომლიდან 401 უნდა დარჩეს. სააკაშვილს უკვე რამდენჯერმე ემუქრებოდნენ სასამართლოში ჩივილით - სახელმწიფო ავიასამსახური (შეურაცხყოფისთვის) და იგორ კოლომოისკი (მიშომ მას კონტრაბანდაში დასდო ბრალი).

რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი კმაყოფილი არიან ახალი მმართველით. "საეჭვოა, რომ ყველაფერი შეასრულოს, რასაც ამბობს, მაგრამ ჯერჯერობით მისგან არაფერი ცუდი არ გვინახავს", - ამბობს მენეჯერი ალექსანდრ სტარცევი.

პოლიტოლოგების აზრით, სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ის პოლიტიკიდან საქმეზე უნდა გადავიდეს. პოლიტოლოგიის პროფესორის, ალექსეი გარანიას თქმით, გუბერნატორის მიღწევების შეფასება ჯერ ადრეა: "მან რამდენიმე ეფექტური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ მათ ეფექტურობას: ეს არის მცდელობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ქალაქში წესრიგის დამყარება. მაგრამ ამოცანაა მთლიანი სიტუაციის შეცვლა, ამისთვის კი ჩინოვნიკების გათავისუფლება არ კმარა. მისი ქმედებები მას ოდესელების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აძლევს, მაგრამ შედეგების გარეშე ეს ყველაფერი პიარად დარჩება".

"იყო ბევრი განცხადება, მაგრამ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, - ამბობს ვადიმ კარასოვი, - სააკაშვილი სააკაშვილის სტილში მოქმედებს: არსებობს განსხვავება განცხადებასა და მოლოდინებს შორის. ხალხს რეალური საქმე მოუნდება, სულ სანახაობით ისინი დაიღლებიან. საჯარო დემონსტრაციიდან პოლიტიკაზე უნდა გადავიდეს, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. საქართველოში პრეზიდენტობის დროს მას შეეძლო საქმის ნახევარი პრემიერისთვის გადაეცა, მაგრამ აქ ამას ვერ იზამს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის სტილში მოქმედებს, საჯარო პოლიტიკითაა დაკავებული. გუბერნატორი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, გზებით, სამუშაო ადგილებით, ინვესტიციებით, აგროსექტორით უნდა იყოს დაკავებული. ტიმატის კონცერტის გაუქმება - კარგი, მაგრამ ეს არ არის მთავარი".

ორიგინალი სტატია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."