"პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა საკრებულოს დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა

"პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა საკრებულოს დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა

მირზა შაფის კორექტირებული პროექტის განხილვის დროს "პარტიზანი მებაღეების" აქტივისტმა, ნატა ფერაძემ დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა.

"პარტიზანი მებაღეები" მოითხოვდა, რომ მხარი დაეჭირათ პროექტის დამტკიცების გადადებისთვის, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნატა ფერაძემ განუცხადა მისი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ "პარტიზანი მებაღეების" წევრებს საერთოდ არ გამოათქმევინეს აზრი. ამის შემდეგ, ნატა ფერაძემ წყლის ბოთლი დახვრიტა და წყალი დეპუტატებს გადაასხა. ინციდენტის შემდეგ დაცვის სამსახურმა ნატა ფერაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."