დიდი საკადრო ცვლილებები შსს-ში: სამმა მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვა

დიდი საკადრო ცვლილებები შსს-ში: სამმა მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვა

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე უწყებაში საქმიანობას სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ.

როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მათ შემცვლელებს მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს. ამ დროისთვის არ კონკრეტება თუ რა თანამდებობებს დაიკავებენ ცინარეძე, ჭანტურია და ბარელაძე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."