სად, ვისთან ერთად და როგორ ისვენებენ ქართველი პოლიტიკოსები

სად, ვისთან ერთად და როგორ ისვენებენ ქართველი პოლიტიკოსები

ზაფხული უკვე მთავრდება. მართალია, პოლიტიკურად ცხელი ზაფხული გვქონდა, თუმცა ქალაქგარეთ გასვლა პოლიტიკოსებმაც მოახერხეს.

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიას ოჯახი დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. ცნობილია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სახლი რაჭაში აქვს, სადაც მის ოჯახს დასვენება განსაკუთრებულად უყვარს. "რაჭაში მივდივართ დასასვენებლად, კატო მიმყავს, ნიკო სამწუხაროდ ვერ წამოვა, რადგან ჯარშია. ირაკლი ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად დასვენებას, პერიოდულად ჩამოვა და წავა", - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.

ალექსანდრე თამაზაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა დასასვენებლად საქართველო აირჩია. "პირველ ქართულ ელექტრონულ ფესტივალზე ვიყავი ანაკლიაში. შემდეგ კი ბათუმში დავისვენე. წელს კიდევ უფრო ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული საქართველოში, რაც განსაკუთრებით მომეწონა. კმაყოფილი იყო სტუმარიც და მასპინძელიც"-, ამბობს ალექსანდრე თამაზაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

გიორგი ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ზაფხულს საზაფხულო ბანაკში ატარებს. ის ხონში იმყოფება. "მთელი ზაფხულია გორდში ვარ, ოკაცის კანიონზე ახალგაზრდებთან ერთად. მინდა მაქსიმალურად გავაცნოთ ახალგაზრდებს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები. ჩემი ოჯახი ბახმაროში ისვენებს, კარგია ბახმაროს ჰაერი ბავშვებისთვის. პერიოდულად მეც ჩავდივარ. ეს არის ჩვენი დასვენება აგვისტოს თვეში",-გვითხრა გიორგი ვაშაძემ.

მარიამ საჯაია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიამ საჯაიამ მეგობართან ერთად საზღვარგარეთ დაისვენა, შემდეგ შვილთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა.

"რაჭაში და გორდში ვიყავი დასასვენებლად ჩემს შვილთან ერთად. მანამდე მეგობართან ერთად ვისვენებდი საზღვარგარეთ. განმუხურშიც დავისვენე, იქ სახლი მაქვს, შოვში და გორდში კარვით დავისვენე ჩემს შვილთან ერთად. ასე დასვენება ფინანსების გამო გადავწყვიტე, თან შარშან როცა კარვით წავედი დასასვენებლად, ჩემს შვილს ძალიან მოეწონა, დავპირდი, მომავალ წელს ერთად წავალთ კარვით დასასვენებლად-თქო და შევუსრულე ეს პირობა. მანქანით გავემგზავრეთ და ბევრი სიარული არ დასჭირდა ბავშვს. როცა დრო მაქვს, ვცდილობ ხან ლაშქრობაში, ხან ტრეკინგით, ხან კემპინგით წავიდე დასასვენებლად".

გუგული მაღრაძე

დეპუტატი გუგული მაღრაძე შვილიშვილებთან ერთად ისვენებს. "ახლა კიკეთში ვიმყოფები შვილიშვილებთან ერთად, დასვენება არ გამოდის, ხშირად მიწევს თბილისში ჩამოსვლა სხვადასხვა საქმეების გამო, მაგრამ მთავარია სიცხეს გავექეცით. ვაპირებ ერთი კვირით ქობულეთში გავემგზავრო. 1 სექტემბერს იწყება ჩვენი სესიები და დასვენებაც დამთავრება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."