რიგითი სააკაშვილი პატრულის მანქანის საბარგულში

რიგითი სააკაშვილი პატრულის მანქანის საბარგულში

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სწავლებებში პირადად მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ახალი პოლიცია პროკურატურისა და ხელისუფლების სხვა ძალოვანი ორგანოების განახლების გარეშე წარმოუდგენელია.

ახალი საპატრულო პოლიციის ვარჯიში ოდესის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 18 აგვისტოს, დილით გაიმართა.

ყველა ვარჯიში - ევაკუაცია, ავტომობილის გაჩერება და ა.შ გუბერნატორმა პოლიციელებთან ერთად შეასრულა. ყველაფერთან ერთად სააკაშვილი პატრულის მანქანის საბარგულშიც ჩაძვრა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."