ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობაზე

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობაზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში, რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, თავად "რუსთავი 2", ჩვენი მონაწილეობა არის აბსოლუტურად გამორიცხული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის კერძო დავა, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ.

"ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემთვის მთავარი არის პროცესის აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარმართვა. აქ მთავრობის მონაწილეობა, რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, თავად ტელეკომპანია "რუსთავი 2", არის აბსოლუტურად გამორიცხული. ჩემი პოზიცია არის შემდეგი: რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."