"ნარმანია უგულავას ტრადიციას აგრძელებს" - რა კავშირი აქვს გივი თარგამაძის ძმას ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან?!

"ნარმანია უგულავას ტრადიციას აგრძელებს" - რა კავშირი აქვს გივი თარგამაძის ძმას ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან?!

"თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩა 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტზე დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა" – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მერიაში შევიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩა 19 ნომერში გადამხმარ ხეებთან ერთად, 21 საღი ფიჭვის ხე მოიჭრა. "ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის თქმით, მერია თვალთმაქცობს, როდესაც აცხადებს, რომ მხოლოდ ხეების მოჭრის შემდეგ გაიგეს ამის შესახებ, რადგან მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ რეკავდა მერიის ცხელ ხაზზე...

- მერიამ ძალიან კარგად იცოდა, რაც ხდებოდა. პარასკევს, ანუ იმავე საღამოს, როგორც კი ხეების მოჭრა დაიწყეს, რამდენიმე მოქალაქემ დამირეკა და მითხრა, - მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავთ და ვეუბნებით, ხეებს ჩეხავენო, მაგრამ კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევსო. სამწუხაროდ, მანგლისში ვიყავი და თბილისში მხოლოდ ორშაბათს დავბრუნდი, მანამდე მეგონა, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყური არავის შეუბარტყავს და ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამიტომ მხოლოდ ორშაბათს შევძელი პოსტის დადება. მაგრამ ამაოდ, - ყურიც არავის შეუბერტყავს, - შემდეგ "თბილისის ჰამქრის" სახელით დავწერეთ განცხადება და შემდეგ ატეხეს გნიასი, ვითომ აღმოაჩინეს ამერიკა და ვითომ აქამდე არაფერი იცოდნენ. სინამდვილეში, მერია ერთი დიდ კორუფციის ბუდედ გადაიქცა, - მშენებლობებზე, კოეფიციენტით ვაჭრობით დიდი ფული კეთდება. ასევე, როგორც ეტყობა, ხეები მოჭრის ნებართვაზე და საერთოდ ხეების გაჩეხვაზეც, დიდი ფული კეთდება. როგორც ეტყობა, მხოლოდ ჯოკია ბოდოკია არ იყო, დღეს უამრავი ჯოკია ბოდოკია მუშაობს თბილისის მერიაში. შეამოწმონ ერთი, რითი არიან დაკავებული, მაგრამ ვინ შეამოწმებს...

- თბილისის მერის თქმით, ქალაქში უკანონო ხეების ჭრა არავის ეპატიება და ყველა მკაცრად დაისჯება...

- სინამდვილეში, ქალაქს პატრონი არ ჰყავს... ისე თქვა, ინფორმაცია მოგვაწოდეს, ხეების მოჭრის ფაქტზეო, გეგონება, ეს ამბავი ლოს-ანჯელესში მოხდა, მერიიდან იქამდე მისვლას რამდენიმე წუთი უნდოდა, რათა ადგილზე ენახათ ყველაფერი და იქვე გაცნობოდნენ ვითარებას. 21 საღსალამათი ხე მოჭრეს, ეს ცოტაა? ხომ ფაქტია, რომ ვიღაცას ფული ჰქონდა მაგაში აღებული, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში. მილიონი ხის დარგვა კი არა, თბილისის მერია ფულის კეთების ერთი დიდი დაწესებულებაა... ვინც არ უნდას იყოს, საშინელებაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, გივი თარგამაძის ძმის კომპანიის პროექტის გამო გაჭრეს ხეები. სამშენებლო ნებართვა ივლისის ბოლოს არის გაცემული, მერე, როგორც სჩან, ხეების მოჭრის ნებართვაც გასცეს, თან მავნებლური დათქმით, რომ, აი, აქ მოვჭრი და სადღაც გლდანში ორჯერ მეტს დავრგავ. ეს აბსურდია ამ დათქმით არის ნებართვები გაცემული და დაწყებულია იქ კორპუსის მშენებლობა. მოკლედ ამ ტერიტორიაზე აშენებს გივი თარგამაძის ძმა, რომელიც ყველაფერთან ერთად დეველოპერი ყოფილა. მის სამშენებლო კომპანაის "არტ სტუდიო პროექტი" ჰქვია... არადა, იმ ადგილას, ფერდობი მეწყრულია, ხეები მოიჭრა, ხედი იკეტება მთაწმინდიდან, ამას გარდა ეს ადგილი არის გასანიავებელი ადგილი, მთაწმინდიდან წამოსული ჰაერი ჩამოდის რუსთაველზე და მტკვრამდე. როცა ამგვარ დაგილებში შენობებს აშენებენ, ეს ჰაერიც იკეტება. მეტი რაღა საძაგლობა უნდა მოხდეს. არადა, "ოცნებას" როგორც კი გააკრიტიკებ, წარბშეკრული დადგებიან და ერთ ამბავს ატეხენ, - "ნაციონალებისგან" ფული აიღე, ძმაო? მათკენ გადახვედი? იქნებ ამიხსნას ვინმემ, გივი თარგამაძის ძმა, "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდა და დისიდენტი იყო თუ რა? მირზა შაფის პროექტი, მიწასთან გაასწორა მიხეილ სააკაშვილის დედის მეგობარმა, გიორგი სვანიძემ, რომელთან ერთადაც ექსპრეზიდენტი ხელგადახვეული დადიოდა და ამის ამსახველი ფოტოებიც არსებობს... კაცს, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, პროექტი დაუმტკიცეს. მერე აქეთ დაიწყებენ ლაპარაკს... ქალაქს პატრონი არ ჰყავს, ნარმანია უგულავას ტრადიციას აგრძელებს - ყველა საძაგელ სამშენებლო ნებართვებს უგულავას მერია გასცემდა ხოლმე ივლისში და აგვისტოში. ეს იმიტომ, რომ დასასვენებლად ქალაქიდან გასულ ადგილობრივ მოსახლეობას გვიან რომ გაეგო, ახლაც იგვივეს აკეთებენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."