"რესპუბლიკური პარტია" შემოწირულობის სახით 18 055 ლარის მიღებას უარყოფს

"რესპუბლიკური პარტია" შემოწირულობის სახით 18 055 ლარის მიღებას უარყოფს

"რესპუბლიკური პარტია" შემოწირულობის სახით, 18 055 ლარის მიღებას უარყოფს, პარტია საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე "რესპუბლიკურმა პარტიამ" შემოწირულობის სახით 18 055 ლარი მიიღო.

"სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური არსებულ საჯარო ინფორმაციას დაზუსტების გარეშე აწვდის საზოგადოებას. "რესპუბლიკური პარტია" აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა პარტიას არ მიუღია შემოწირულობების სახით. მითითებული თანხის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ 1380 ლარი პარტიამ 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით მიიღო შემოწირულობის სახით სამი ფიზიკური პირისგან, რომლებიც არიან "რესპუბლიკური პარტიის" წევრები, ხოლო აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 16 675 ლარი წარმოადგენს 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით მიღებული პარტიის წევრების საწევრო გადასახადების ჯამს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, პარტიის საწევრო გადასახადი არის "რესპუბლიკური პარტიის" წევრობისთვის პარტიის წევრის მიერ პარტიისათვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. საწევრო გადასახადით მიღებული შემოსავალი გროვდება "რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალურ ბიუჯეტში, რომლის განკარგვა პარტიის წესდებით დადგენილი წესით ხდება.

პარტიაში აცხადებენ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2014 წლის 20 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება საწევრო გადასახადის შესახებ. პარტიაში დადგენილი წესის თანახმად, პარტიის წევრები ყოველთვიურად იხდიან საწევრო გადასახადს, რომელიც არ აღემატება 100 ლარს.

განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია "რესპუბლიკური პარტიის" საწევრო გადასახადებზე.

"ინტერპრესნიუსმა" პარტიის შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია "ამბები.გე"-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."