დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი წვეულებას პრეზიდენტის სასახლეში - რას ამბობს პრემიერის ადმინისტრაცია

დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი წვეულებას პრეზიდენტის სასახლეში - რას ამბობს პრემიერის ადმინისტრაცია

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს საღამოს საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარია მიწვეული.

"დღეს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო დღევანდელი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის ძირითადი კანონი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველა ჩვენგანის თანაცხოვრებისთვის ბაზისური, სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შემქმნელი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს საზეიმო ღონისძიებით, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციაში",- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე მიწვეული არიან როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

დავით პატარაიას განმარტებით, ღონისძიებაზე მთავრობის ცალკეულ წევრებთან ერთად, დაპატიჟებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი წვეულებას პრეზიდენტის სასახლეში, - კითხვა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრემიერს მარგველაშვილის შუშის რეზიდენციასთან მიმართებაში, ბევრს გაუჩნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."