პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. ღონისძიებას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ სასახლის ფოიეში გამოფენილი ექსპონატები, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, 1921 და 1995 წლების კონსტიტუცია, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

"ზოგადად, კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც უფლება-მოვალეობებს, ძირითად თავისუფლებებს განუსაზღვრავს ადამიანებს და რომლითაც შეზღუდულია თავად ხელისუფლება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ოცი წლისთავის აღნიშვნა ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სწორედ აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი საღამო ტარდება", - განუცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს.

ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება, რომელსაც მომღერალი მაკა ზამბახიძე შეასრულებს. საღამოს გააფორმებს ბენდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."