პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს. როგორც პრეზიდენტმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი, სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე ინიციატივით, კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, დაწესდება საპრეზიდენტო ახალგაზრდული კონკურსი, რომელსაც ერქმევა - "ჩვენი კონსტიტუცია".

"მე იმედი მაქვს, რომ ეს გარკვეულ ახლა ტალღას მისცემს ახალგაზრდობის შიგნით დებატებს და კონსტიტუციის შესწავლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."