"ახლა ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში"

"ახლა ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში"

ახლა ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებითი პაკეტი, რომელზეც გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო სამიტზე, მას უკვე ხელშესახები შედეგები მოაქვს.

"ჩვენ ჩავატარეთ პირველი გაერთიანებული წვრთნები, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები თავდაცვის მინისტრების დონეზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დასახმარებლად. ანუ ჩვენ ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატო-ში და ნატო-ს საქართველოში. ის ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ დროულია და ჯეროვნად მიიწევს წინ. აღნიშნული მცდელობა ეხმარება საქართველოს დაახლოვდეს ნატო-ს წევრობასთან", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს მისი პირველი ვიზიტია და ეს არის გამოხატვა მისი მხარდაჭერის და სოლიდარობის.

"დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერთან ვისაუბრეთ რეფორმების პაკეტზე, პარტნიორობაზე, უსაფრთხოებასა და არსებულ სიტუაციაზე რეგიონში. საქართველო არის მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი ჩვენ უსაფრთხოებაში. ჩვენი ჯარები გვერდიგვერდ იმყოფებინა უკვე მრავალი წლის განმავლობაში. საქართველო არის მეორე ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ავღანეთში მისიაში და ეს დაკავშირებულია მსხვერპლთან, რომელიც მრავალმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ოჯახებმა გაიღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ მსხვერპლს და მადლიერებას გამოვთქვამთ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."