რატომ მივიდა პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში და ვის შეიწირავს მორიგი სამთავრობო კარუსელი?!

რატომ მივიდა პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში და ვის შეიწირავს მორიგი სამთავრობო კარუსელი?!

წინ ხომ მთელი რიგი სასიცოცხლო საკითხებია შესათანხმებელ - გადასაწყვეტი?! მათ შორის, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი ქადაგიძეს და ვინ იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, რომლის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა, არსებული კონსტიტუციის თანახმად, სწორედ გიორგი მარგველაშვილს აქვს. როგორც კულუარებში ამბობენ, ამ მიმართულებით მმართველ გუნდში ორი - გიორგი კვირიკაშვილისა და ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა რამდენად მოიწონებს მთავრობის არჩევანს პრეზიდენტი, ჯერ არავინ იცის. მათ შორის, არც პრემიერმა...

დიდ ხანს ვიხსენებდი და ვითვლიდი, როდის და რამდენ ოფიციალურ ან არაოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ერთად?! მაგალითად, მახსოვს, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. მეტიც, დისკუსიაზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხებოდა, სიტყვით ქვეყნის ორივე პირველი პირი გამოვიდა.

კიდევ ერთი ბედნიერი დღე მახსენდება, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. მანამდე ერთ-ერთ რესტორანში არაოფიციალური შეხვედრის ფოტოებიც გავრცელდა და ერმაც შვებით ამოისუნთქა- ქვეყნის პირველ პირებს ერთმანეთის დაჭმის ნაცვლად მშვიდ გარემოში სადილობაც შეძლებიათო... კიდევ? კიდევ... მეტს ვეღარ ვიხსენებ და არა მგონია, ეს ჩემი მეხსიერების დაქვეითების შედეგი იყოს. აი, პრემიერისა და პრეზიდენტის ღია დაპირისპირების ფაქტები გონებაში უხვად მიტივტივდება...

თუმცა, მოდით, დაპირისპირების განხილვას ახლა თავი დავანებოთ და მომავლისთვის გადავდოთ, მითუმეტეს, რომ "ბედნიერი დღეების" ჩამონათვალს კიდევ ერთი, 24 აგვისტო დაემატა - ქვეყნის პირველმა პირებმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კონსტიტუციის დღე ერთად აღნიშნეს. მეტიც, ღონისძიება თვით "ცოდვის სახლში" გაიმართა.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."