თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთს ეკუთვნის

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთს ეკუთვნის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადებას თავდაცვის სამინისტრო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. განცხადების თანახმად, შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.

"პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონიდან შემოფრინდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."