იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს

იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში. რუსეთის ბოლო ქმედებები, ვგულისხმობ, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას, კიდევ ერთი დარღვევაა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა. ალიანსის წევრები მუდმივად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."