გველები, ფეკალური მასები და თივის ზვინები - ქართველი პარლამენტარები ბინძურ სამუშაო გარემოში

გველები, ფეკალური მასები და თივის ზვინები - ქართველი პარლამენტარები ბინძურ სამუშაო გარემოში

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა მუშაობას 2 სექტემბრიდან განაახლებს. საკანომდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას ხშირად ქუთაისში ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ და ის ადგილობრივების თავშეყრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილიცაა, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დღეს საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

აქ მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა. ყოფილი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი და რომელიც პარლამენტის შენობასთან მდებარეობს, ბალახები და ხეებია ამოსული.

პარლამენტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად შინაურ პირუტყვს აძოვებს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის ფეკალური მასებია მობნეული. პარლამენტის შენობასთან მოჭრილი ბალახის გატანა არ ხდება, რის გამოც შენობასთან თივის ზვინებია.

დამშრალია საკანონმდებლო ორგანოსთან არსებული აუზიც, რომელიც ზაფხულში ბავშვებისთვის გაგრილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა. იმის გამო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამდინარე ღელე არ იწმინდება, ის ქვეწარმავლების გავრცელების ერთ-ერთი წყაროს წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."