"იმედის" თოქ-შოუების დახურვაზე არხის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის - დავით ბერძენიშვილი

"იმედის" თოქ-შოუების დახურვაზე არხის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის - დავით ბერძენიშვილი

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" ორი თოქ-შოუს დახურვის გამო გაკვირვებულია. როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტელეარხის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის.

"ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური სეზონის წინ ორი წამყვანი და პოპულარული გადაცემის დახურვა, არის მოულოდნელი. გაკვირვებული ვარ. რა თქმა უნდა, დამაჯერებელი არ არის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს მიზეზი, იმის მიუხედავად, რომ "იმედი" კერძო მფლობელობაშია. საერთოდ, მე მაინტერესებს როგორი იქნება ამ ამბავზე მფლობელების პოზიცია, როდესაც დაქირავებული მენეჯერები საუბრობენ მფლობელების ნაცვლად, არის ღიმილის მომგვრელი. ილაპარაკონ მფლობელებმა – "რუსთავი 2"-ზეც და "იმედზეც", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."