"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა

"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა

ქართული პოლიტიკური წუმპე აბსურდში გადავარდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა, რომელიც ტელეკომპანია "იმედში" ორი გადაცემის დახურვის ფაქტზე, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაინდრავას თქმით, "თუ სხვა არანაირი არგუმენტი არ გაქვს, ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა".

"ჩემთვის გაუგებარი ამბები ხდება. ისიც კი გავიგე, რომ პრესის თავისუფლება თურმე 2007 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს. ქართული პოლიტიკური წუმპე აბსურდში გადავარდა.  სამწუხაროდ, ამ წუმპეში ისეთმა ადამიანებმა ამოყვეს თავი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი და ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნდა და ყოველთვის ასე იქნება. მაგალითად შალვა შავგულიძე, მისგან იმის მოსმენა, რომ თურმე სააკაშვილის დროს, 2007 წელს პრესის თავისუფლება უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს, ეს სრული აბსურდია. ეს არის მარაზმი, რომელშიც საერთოდ ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ამოყო თავი. თუ სხვა არანაირი არგუმენტი არ გაქვს, ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა, რადგან ინგა გრიგოლიას გადაცემა იყო სამარცხვინო. ასეთი ტიპის პრესა, როგორსაც გრიგოლია წარმოადგენდა, იყო დიდი მუხრუჭი და ძალიან დიდი ქვა, რომელიც ფსკერზე ექაჩებოდა საქართველოს. ექაჩებოდა გუშინწინდელ დღეში, ფურთხებაში, გინებაში, არაკომპეტენტურობაში, პოლიტიკურ ანგაჟირებაში, ფინანსურ ანგაჟირებაში და ასე შემდეგ. თუ ამის ანაბარა არის დარჩენილი საქართველო, მე ძალიან მეცოდება ასეთი ქვეყანა. თუ 2007 წელს ვადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ვფირობ, აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ეს კლინიკური მდგომარეობაა უკვე და ამას მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, რაც შეეხება "იმედის" გადაწყვეტილებას, "იმედი" არის კერძო კომპანია. "სხვა კერძო კომპანიებიც ვიცით ჩვენ და მათ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომელიც სიცრუეზე, ცილისწამებაზე და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზეა აგებული, მე დიდი საპროტესტო გამოსვლები და მოსაზრებები არ გამიგია იმ სიძვის სახლს ვგულისხმობ, რასაც "რუსთავი 2" ჰქვია. სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. რას წარმოადგენს ინგა გრიგოლია, რომ მის გამო ამხელა ვნებათაღელვა იყოს ქვეყანაში. უარესი უბედურებები მომხდარა და ასეთი ისტერიკა არ მოჰყოლია. ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს. ეს მათი ნებაა და მათი არჩევანი. დრო მოვა და თავის ამომრჩევლებს და შვილებს უნდა გასცენ პასუხი ამაზე, როდესაც ეს კითხვები დაისმება და ეს დრო დადგება (სულ ამ წუმპეში და ჭაობში ხომ არ ვიქნებით), დღევანდელი განცხადებები უკვალოდ არ გაქრება. ეს პოზიციები დარჩება. მოვა დრო და მოეკითხებათ ამომრჩევლისგან და ჯანმრთელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მოვლენ. სულ გუშინწინდელები ხომ არ იქნებიან", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინგა გრიგოლია გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, 29 აგვისტოს გადაცემები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახურეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."