რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე

რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე

მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საპატიმროში რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობენ და ვერც ისარგებლებენ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე მტკიცებით, ციხეებში VIP-პატიმრები არ ჰყავთ და არც ეყოლებათ.

"თქვენს მიერ დასახელებულ პატიმრებს, ბუნებრივია, თავიანი უფლებები აქვთ, რომლებიც აუცილებლად დაცული იქნება, მაგრამ ამავე დროს დაცული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულების სარეჟიმო პირობებიც და ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობა ვერანაირად აღმოჩნდებიან!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ციხეებში არ გვყავს და არც გვეყოლება VIP-პატიმრები, არც ქურდული სამყაროდან და არც – პოლიტიკური წრეებიდან.

მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საპატიმროში რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობენ და ვერც ისარგებლებენ. მათ აქვთ და ექნებათ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით, მაგრამ არა აქვთ და არ ექნებათ არაფერი, რაც კანონით არ ეკუთვნით", - აცხადებს კახა კახიშვილი.

მინისტრის განმარტებით, არ დაუშვებს, რომ პატიმრობაში მყოფი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩადგნენ და ისეთი უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.

"საპატიმროში ტელევიზორის ქონა ნებადართულია და ის წარმოადგენს წახალისების ფორმას იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც კარგად იქცევიან.

კომპიუტერის ქონა პატიმრისთვის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი საკუთარ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა, მაგრამ არც ერთ დაწესებულებაში არც ერთ მსჯავრდებულს ინტერნეტით სარგებლობის უფლება და საშუალება არ აქვს.

ისინი (მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა), როგორც ყველა მსჯავრდებული, ჩვეულებრივ პირობებში იმყოფებიან. ჯერჯერობით არც ერთ დაწესებულებაში პირადად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ციხეების დირექტორებთან და აბსოლუტურად ყველა პატიმართან დაკავშირებით ინფორმაციას ვიღებ", - განმარტავს მინისტრი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."