ირაკლი ღარიბაშვილი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს - როგორ გადანაწილდება სამთავრობო პოსტები?

ირაკლი ღარიბაშვილი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს - როგორ გადანაწილდება სამთავრობო პოსტები?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. პრემიერის პრესკონფერენცია 11:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.

ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, არ არის გამორიცხული მან ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე შეცვალოს, ბაქრაძე კი საქმიანობას ისევ დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."