მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - რომელი სამინისტროები ჩაიბარეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა

მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - რომელი სამინისტროები ჩაიბარეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა

საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.

თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.

დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."