რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ამ დრომდე თბილისის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა 7 ბინის, 3 მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის მფლობელია.

როგორც ქუმსიშვილის მიერ 2015 წლის 14 იანვარს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ის ფლობს 24.00 კვ.მ-ისა და  34 კვ.მ-ის ფართობის ბინებს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე. ასევე თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე 189.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე 91.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას.

დიმიტრი ქუმსიშვილის მფლობელობაშია ასევე საცხოვრებელი სახლი თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე, რომლის ფართობი 312.00 კვ.მ-ია. მინისტრი ამავე ქუჩაზე 451.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთსა და თამარ მეფის გამზირზე მდებარე 20.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხსაც ფლობს.

რაც შეხება მის მეუღლეს ნატალია თევდორაშვილს, ის ფლობს თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე 55.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 58.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას. ასევე, მის მფლობელობაშია დაბა წყნეთში, ე.წ. "ნუშის ბაღის" ტერიტორიაზე 603.00 კვ,მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მეორე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც 604.00 კვ.მ-ია.

კიდევ ერთი - 40.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დიმიტრი ქუმსიშვილის შვილის, იოსებ ქუმსიშვილის საკუთრებაშია (50%).

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დიმიტრი ქუმსიშვილის საკუთრებაშია 2006 გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს ბენცი; ხოლო მისი მეუღლე ნატალია თევდორაშვილი ფლობს 2006 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა ჰუნდაი ტუსონს.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში დიმიტრი ქუმსიშვილის ანგარიშებზე 9514 დოლარი, 7095 ლარი და 5 ევრო იყო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."