თბილისის ვიცე მერი შესაძლოა, ლაშა აბაშიძე გახდეს

თბილისის ვიცე მერი შესაძლოა, ლაშა აბაშიძე გახდეს

თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე მერის პოსტზე კანდიდატურას დღეს, 12:00 საათზე დაასახელებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, ვიცე მერის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო, რომელიც გუშინ ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში ქუმსიშვილი შესაძლოა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ შეცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."