ხიდაშელის განმარტება კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც "არაჯანსაღი და არაადეკვატური რეაქცია" გამოიწვია

ხიდაშელის განმარტება კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც "არაჯანსაღი და არაადეკვატური რეაქცია" გამოიწვია

საქართველოს თადაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, ევრაზიულ კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ ზოგიერთ მედიასაშუალებაში "არაჯანსაღი და არაადეკვატური რეაქცია" გამოიწვია.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს დღეს, ამბასადორიალი 2015-ის გახსნამდე განუცხადა.

"მე ვფიქრობ, ამან დაახლოებით ისეთივე არაჯანსაღი და არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია ზოგიერთ მედიასაშუალებაში, როგორც ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ მე მაბრალებთ, რომ რუსი ვარ. ეს ისეთი სასაცილოა, რომ კომენტარიც არ გამიკეთებია. ვფიქრობ, ძალიან ნათელი იყო გიორგი კვირიკაშვილის განცხადება - დიახ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, მსოფლიოში ბევრი რამ ხდება და ის, რომ ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდან, ანუ ჩინეთიდან", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ არ ჰგონია, "ეს საკითხი ვინმესთვის ეჭვებს იწვევდეს", თუ განსაკუთრებული ეჭვიანობით არ არის დაავადებული.

გიორგი კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.

"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."