თბილისში ამბასადორიალი-2015 იმართება: რა საკითხებზე გაიმართება მსჯელობა და რა გახდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული

თბილისში ამბასადორიალი-2015 იმართება: რა საკითხებზე გაიმართება მსჯელობა და რა გახდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული

2-4 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ამბასადორიალი-2015 გაიმართება. დღეს ამბასადორიალი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ვერ დაესწრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტეს, ამის მიზეზი გიორგი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მას მწვავე რესპირატორული ვირუსი აქვს.

2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა აკისრია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მიმდინარე პროექტის და დაგეგმილი აქტივობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას რეალურად აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის ჰაბი.

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია რეგიონში უდიდესი მნიშვნელობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს პორტების და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,"-განაცხადა პრემიერმა.

მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა , გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან.

კვირიკაშვილის თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას არ დაიშურებს ასევე ნატოსთან შემდგომი დაახლოების კუთხითაც.

"ძალისხმევას არ დავიშურებთ ნატოსტან შემდგომი დაახლოებისთვის. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიონობას და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან.

ახლა მნიშვნელოვანია მომავალ ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიციაა, როდესაც ელჩები და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველის წლის სექტემბრის დასაწყისში ამბასადორიალზე იკრიბებიან.

"ეს არის შესაძლებობა, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე იმ საინვესტიციო პოტენციალს და ახალ პროექტებს, რომლებზეც ხელისუფლება მუშაობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."