ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს ურჩევს, მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო იყიდონ

ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს ურჩევს, მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო იყიდონ

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ ვინმემ ვერ გაიგო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ევრაზიულ კონტინენტთან დაკავშირებით, ურჩევს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო იყიდოს.

ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა რომელიც ევრაზიულ კონტინენტს ეხებოდა. კითხვაზე, რას ნიშნავდა ევრაზიული კონტინენტი და ხომ არ იყო საუბარი ევრაზიულ კავშირზე, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს სულ სხვადასხვა რაღაც არის.

"ევრაზიულ კონტინენტს რაც შეეხება, თუ ჩვენმა რომელმა ოპონენტმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, აუცილებლად უნდა იყოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო. იქ ძალიან კარგად არის დახატული რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე, წინდაწინ გავამხელ საიდუმლოს, ევრაზიული კონტინენტი შედგება ევროპისგან და აზიისგან", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ევრაზიულ კავშირს, მან აღნიშნა, რომ ეს სულ სხვადასხვა რაღაცებია. მისი განმარტებით, ევრაზიული კონტინენტი არის ერთი რამ, ევრაზიულ კონტინენტზე არის უამრავი საერთაშირისო, რეგიონალური თუ სხვა სახის ორგანიზაცია.

"თუ რაღაც ვერ გაიგეს, ძალიან ლამაზად არის ეს დახატული მესამე კლასის სახელმძღვანელოში", - განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, აბაშიძე დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგად წარუძღვება თავის ახალ საქმიანობას. "შარშან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. მომავალ წელს გვექნება სერიოზული პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფროტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება, მოვაგვაროთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან თამარ ბერუჩაშვილის გათავისუფლებას. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბერუჩაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა, მას აქვს დიდი გამცდილება და ამ გამოცდილებას მომავალშიც გამოიყენებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."