თამაზ მეჭიაურის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ - "შემიძლია, ბიძინას მოვუხადო ბოდიში"

თამაზ მეჭიაურის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ - "შემიძლია, ბიძინას მოვუხადო ბოდიში"

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურების გარეშე გიორგი მარგველაშვილი ჩვეულებრივი "ენჯეოშნიკი" იქნებოდა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს აღნიშნა, თავის გამონათქვამთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აპირებს, თუკი მას ამით დისკომფორტი შეექმნა.

"ყოფილ მძღოლს რომ ყოფილი მძღოლი უწოდო, ყოფილ ფეხბურთელს ყოფილი ფეხბურთელი, შეცდომაა? მე ვგულისხმობდი უმადურობას პრეზიდენტის მხრიდან და არა რომელიმე "ენჯეოს" შეურაცხყოფას. იმ "ენჯეოებში" არის ხალხი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ნამდვილად სახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც იმართებიან გარედან და შეიძლება მთლად სახელმწიფოებრივ საქმესაც არ აკეთებენ. თუმცა, ამის განხილვა მე არ დამიწყია. უბრალოდ მივანიშნე ის, რომ მარგველაშვილი იქნებოდა ერთ-ერთი "ენჯეოშნიკი" რომელმაც ქსოვა იცის, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს სულ აკრიტიკებდნენ და აბრალებენ ქვეყნის დაქცევას. მე მათ ვუთხარი, რომ ამაში კი არ არის დამნაშავე რაშიც დებთ ბრალს, არამედ იმაში, რომ მან ქადაგიძე დატოვა თავის თანამდებობაზე",- აღნიშნა მეჭიაურმა.

რაც შეეხება ბოდიში მოხდას, მეჭიაური აცხადებს: "მანახონ არასამთავრობოებმა ერთი პეტიციის ძველი ნიმუში, რომელიც პოლიტიკოსის შეურაცხყოფაზე შეადგინეს. გადავხედავ და მერე ვიფიქრებ ბოდიშის მოხდაზე".

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არ ვიცი ბიძინას აზრი ამასთან დაკავშიებით. თუ მას დისკომფორტს უქმნის ჩემი გამონათქვამი, შემიძლია მას მოვუხადო ბოდიში და არა სხვას", -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."