პარლამენტმა პრეზიდენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა პრეზიდენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა.

თავდაპირველად კენჭისყრაზე სწორედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პროექტი დადგა, რომელსაც მხოლოდ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 46 წევრმა მისცა ხმა. კვორუმი 75 ხმაა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დგება, რომლის მხადაჭერითაც მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შესძლებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."