"რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა"

"რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა"

თუნდაც ის, რომ ნებსიმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს და არ ყოფილა არავითარი ზეწოლა სამი წლის განმავლობაში, ეს არის აღიარება , რასაც შესაბამისი დაფასება, შეფასება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუკი რომელიმე თოქ შოუა დაიხურა, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა და თავად პრემიერი ამაზე რაიმე კომენტარს ვერ გააკეთებს. "მესამე წელია, ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია.

შედეგი არის ის, რომ მედია არის თავისუფალი. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და დასაბუთება, ეს უნდა მოკითხოთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დიდ დიღომში სარაგბო ბაზა გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."