"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო

"ყველამ მაგინა, რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ისეთი აგრესია ჯერ არ მახსოვს" - რა მოხდა ზურაბიშვილის ირონიული სტატისის გამო

მას შემდეგ, რაც თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტი მარგელაშვილი პარლამენტში დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია, სამთავრობო გუნდიდან პირველები, რომლებმაც მისი განცხადება დაგმეს, "რესპუბლიკელები" იყვნენ; მათ შორის თინა ხიდაშელი და დავით ზურაბიშვილი. დავით ზურაბიშვილის თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მან დიდი აგრესია მიიღო.

"ქალბატონებო და ბატონებო, ფრენდებო, ფოლოუერებო და სრულიად იუზერებო ფაცებუკისა.

2009 წლიდან ვარ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი. რა არ მინახავს და რას არ მოვსწრებივარ ამ ხნის მანძილზე, მაგრამ ისეთი აგრესია, რაც მივიღე ბ-ნ მეჭიაურის მიმართ გამოთქმული ირონიული სტატუსის გამო, ნამდვილად არ მახსოვს.

პრაქტიკულად ყველამ მაგინა.

ნაცმოძრაობის მომხრეებმა მაგინეს, მეჭიაური გულწრფელი მაინცაა, შენ კი კაი ბიჭობას თამაშობ, ხოლო სინამდვილეში ოლიგარქს მიყიდული უპრინციპო ქოცი ხარო.

ხელისუფლების მომხრეებმა უფრო მრავალფეროვნად მაგინეს.

კერძოდ იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური კაცია და სიმართლე თქვა, შენ კიდევ ამერიკის მონა, სოროსელი და ფარული ნაციონალი ხარო. აგრეთვე ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რა გააჭირეთ ამ გამოხტომებით საქმე, ან გადით კოალიციიდან ან დაყენდითო. და ბოლოს იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, მეჭიაური შეიძლება ვერ ლაპარაკობს მთლად ციცერონივით, მაგრამ შენ უარესი ხარ, რახან აკრიტიკებ მტრის (ანუ ნაცების) გულის გასახარადო.

ერთადერთი, რაც სამივე ჯგუფს აერთიანებდა, იყო თეზისი, რომ ერთი ბიძინა არ ყოფილიყო, გნახავდით ამ სამპროცენტიან რესპუბლიკელებს ვინ გაღირსებდათ თანამდებობებსო. პრინციპში ამ მოსაზრებას ნაციონალებიც იზიარებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სახელს "ბიძინა" მათთვის ცალსახად უარყოფითი დატვირთვა აქვს. :)

ასევე მაგინეს ვიღაც გაურკვეველი პოლიტიკური სიმპატიის მქონე ტიპებმა, ძირითადად ლათინური შრიფტით რომ წერენ და თამაზ მეჭიაური ნუგზარ წიკლაურისგან ვერ გაურჩევიათ. ეჭვი მაქვს ლეიბორისტების ამომრჩევლები უნდა იყვნენ. :)

ე. წ. შუაშისტებს არ ვუგინებივარ (ამისთვის ისინი საკმაოდ კულტურულები არიან), თუმცა პატარა წკიპურტები მათგანაც წამოვიდა: შენ აქ ღლიცინებ და პარლამენტში კი შენიანები მეჭიაურთან ერთად ძლევენ პრეზიდენტის ვეტოსო.

მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც მაგინებელთა ასეთი სიმრავლე, რადგან პრინციპში არ ვარ მე აგრესიული ადამიანი და არც პიროვნული შეურაცხყოფა მჩვევია ვინმესი მისი პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, მაგრამ ფაქტია, მაგინეს. თან ბევრმა.

და მაინც, ქალბატონები და ბატონებო, მიუხედავად ამისა, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დარეგისტრირებიდან დღემდე იშვიათად მიმიღია იმდენი "ლაიქი", რამდენიც მივიღე ამ სტატუსის გამო.

და ესეც ფაქტია.

დასკვნა: ვინც ხმამაღლა ყვირის, ის ხშირად სულაც არაა უმრავლესობს", - დაწერა ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე".

დავით ზურაბიშვილი უპასუხოდ არც თამაზ მეჭიაურს დაუტოვებია. მეჭიაურმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ზურაბიშვილი "შავ ლაქად" მოიხსენია.

ნახეთ| მეჭიაური კვლავ "ფორმაშია" - დეპუტატმა ამჯერად დავით ზურაბიშვილი შეურაცხყო და შავი ლაქა უწოდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."