ივანიშვილს გლეხების "გადაგდებაში" ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო დაპირებას უხსენებენ

ივანიშვილს გლეხების "გადაგდებაში" ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო დაპირებას უხსენებენ

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ქუთაისში მწერალ რეზო ჭეიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, მედიის მიერ დასმული შეკითხვა ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ ინტერნეტმომხმარებლები ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ, რომელიც მან 2012 წელს კახელ გლეხებს ყურძნის ჩაბარების მაღალ ფასთან დაკავშირებით მისცა.

"პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან კახეთში რამდენჯერაც ჩამოვედი და სულ ვამბობდი, როგორ შეიძლება, ერთ ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს. ერთი ლარიც არ არის ყურძნის ფასი. თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და ერთი ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი", - ამბობდა ივანიშვილი 2012 წელს.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება ყურძნის ფასზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."