გიგი უგულავა თავისუფალია და "აბაროტის" ასაღებად მზად არის

გიგი უგულავა თავისუფალია და "აბაროტის" ასაღებად მზად არის

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში მიიღო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა პირველი კომენტარიც გააკეთა.

"არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია...

მე არც ერთი წამი და წუთი არ დამიკარგავს. ბევრი რამე, რასაც თუნდაც ამ 10 წლის განმავლობაში ვერ ვაკეთებდი, ავინაზღაურე. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამომეცადა და ცხოვრება აბსოლუტურად სხვა ნაპირიდან დამენახა...

ამ ბრძოლას იმიტომ ჰქონდა აზრი, რომ გამოჩნდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც კი თანამდებობიდან წავედი, იმ წამსვე დაიკარგნენ, მაგრამ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელსაც მანამდე ვერც ვამჩნევდი. მე არ მაქვს უფლება, უკან დავიხიო. ამ ადამიანებს აქვთ რწმენა, ეს რწმენა არის გადამდები და გამარჯვების, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს...

ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო. მთელი დღის განმავლობაში ვინც ამ გადაუწყვეტელ სიტუაციაში იყო. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს ბრძოლა არ დაუმთავრებია. კარგად ნახეთ, თუ როგორ მოიქცა მოსამართლე ტურავა. კარგად ხედავდით, რა დღეში იყო პროკურატურა, რომელსაც სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა, რომ პროცესი გაეწელა. დარწმუნებული ვარ, ესენი ჩასაფრდებიან და პირველივე მოსახვევში ეცდებიან კვანტი დამიდონ".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."